პოლიცია აქციის მონაწილეებს უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს

პოლიცია აქციის მონაწილეებს უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მოადგილე ვაჟა სირაძე რუსთაველზე მიმდინარე აქციების მონაწილეებს მოუწოდებს, რომ ორივე აქციის მონაწილეებმა, დაიცვან უსაფრთხო დისტანცია და ერთმანეთთან არ შევიდნენ კონფრონტაციაში.

„ჩვენ ვერავის შევუზღუდავთ სიტყვის გამოხატვის საშუალებას მშვიდობიანი ფორმით. არის აქციის ორი მხარე, შესაბამისად, მოვუწოდეთ ორივე მხარეს, დაიცვან უსაფრთხო დისტანცია და ერთმანეთთან არ შევიდნენ კონფრონტაციაში. პასუხიმგებლობა არის იმ აქციის ორგანიზატორებზე, ვინც არ დაემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“, – განაცხადა სირაძემ.