სენატორი ლუგარი საქართველოს დიდი მეგობარი იყო

სენატორი ლუგარი საქართველოს დიდი მეგობარი იყო

"87 წლის ასაკში ყოფილი ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი გარდაიცვალა. სენატორი ლუგარი საქართველოს დიდი მეგობარი და გულშემატკივარი იყო. სხვა ამერიკელ პოლიტიკოსებთან ერთად, მას არაერთხელ მტკიცედ დაუჭერია მხარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის.

სენატორ ლუგარის დამსახურებით თბილისში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი გაიხსნა, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისათვის გაკეთებული დიდი საქმეა.

ვიზიარებ სენატორ ლუგარის ოჯახის, მეგობრებისა და მხარდამჭერების მწუხარებას" - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ

 

 

ცხელი ხაზი: +995 514 33 49 49