რიჩარდ ლუგარი ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც მსოფლიო უკეთესი გახადა

რიჩარდ ლუგარი ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც მსოფლიო უკეთესი გახადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:            

"მსოფლიომ დაკარგა ძლიერი საზოგადო მოღვაწე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. სენატორი რიჩარდ ლუგარი საქართველოს საუკეთესო მეგობარი იყო და ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც მსოფლიო უკეთესი გახადა. საქართველო მუდამ იქნება სენატორ ლუგარის მადლიერი“