„ანტიდისკრიმინაციული კანონი არ გადაიხედება" - ირაკლი კობახიძე

„ანტიდისკრიმინაციული კანონი არ გადაიხედება" - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ანტიდისკრიმინაციული კანონის გადახედვას გამორიცხავს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის შეფასებით, ამ კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი პირობა იყო.

ლევან ვასაძემ გუშინ საღამოს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მისვლა მოითხოვა. მისი თქმით, თალაკვაძემ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების პირობა უნდა დადოს.