უკრაინელი დეპუტატი შვებულების გატარებას საქართველოში გეგმავს

უკრაინელი დეპუტატი შვებულების გატარებას საქართველოში გეგმავს

უკრაინის პარლამენტის წევრი, ალექსი რიაბჩინი შვებულების გატარებას საქართველოში გეგმავს.

მისი თქმით, შეზღუდვები რუსეთის მხრიდან უკრაინისთვისაც არაა უცხო და ამ გამოწვევაზე საქართველოს პასუხი ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ქვეყნის მეტი პოპულარიზაცია უნდა იყოს.

„შვებულებას საქართველოში გავატარებ, რათა მხარი დავუჭირო თქვენს ქვეყანას. ყველა გამოწვევას თავისი პასუხი აქვს, საქართველომ მეტი ხალხი უნდა დაპატიჟოს უკრაინიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან. ასე რომ, სცადეთ რუსეთიდან ტურისტთა ნაკადის დივერსიფიცირება სხვა ქვეყნებზე, სცადეთ მეტად ცნობილი გახადოთ საქართველო. მაგალითად, როდესაც ვხვდები პოლიტიკოსებს მთელი მსოფლიოდან, ყოველთვის ვეუბნები მათ, რომ უნდა ესტუმრონ ოდესას და ასევე ვურჩევ საქართველოში ვიზიტს, რადგან ეს ძალიან საინტერესო ქვეყანაა. მე მხარს გიჭერთ უკრაინიდან, ასე რომ, საქართველომ გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს და სარგებელს მიიღებთ”, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" უკრაინის პარლამენტის წევრმა, ალექსი რიაბჩინმა პუტინის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვის კომენტირებისას.