სიტყვის თუ გინების თავისუფლება? - რუსი მწერალი დიმიტრი ბიკოვი გიორგი გაბუნიას შესახებ

სიტყვის თუ გინების თავისუფლება? - რუსი მწერალი დიმიტრი ბიკოვი გიორგი გაბუნიას შესახებ

რუსი მწერალი დიმიტრი ბიკოვი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ლოიალობით არ გამოირჩევა და ხშირად რუსეთის პრეზიდენტს მძაფრად აკრიტიკებს  როგორც პრესაში, ასევე საჯარო გამოსვლების დროს, ქართველი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას გინებას ვლადიმერ პუტინის მისამართით გაზეთ «Собеседник»-ის დღევანდელ, 9 ივლისის ნომერში ასეთ კომენტარს უკეთებს:

„გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულ ენაზე ყველაზე უშვერი და ამაზრზენი სიტყვებით შეაგინა, მან შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის ლიდერს და ამით თავისი ხალხის ყველა მტერს ხელში კოზირი მისცა, ანუ ქართველთა მხარდამჭერებს და დამცველებს დარტყმა თავისი ხელით მიაყენა. მისი გამოხტომა არაქართულია და არაადამიანური. მისი მოქმედება ჰგავს (ჩვენი ჟურნალისტების) - ვლადიმერ სოლოვიოვისა და დიმიტრი კისელიოვის მოქმედებას და მე ვიტყოდი, უფრო უარესია. ალბათ, გიორგი გაბუნიას ერთადერთი სურვილი ჰქონდა - დაედასტურებინა ყველაფერი ცუდი, რაზეც ლაპარაკობენ საქართველოსთან ომის მომხრენი ქართველი ხალხის მიმართ. მე არ ვიცი, რამ აიძულა გაბუნია ასე მოქცეულიყო ან ვინ აღუთქვა ბონუსი, მაგრამ ერთი რამ მტკიცედ მწამს: მისი კარიერა  დასრულებულია - არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მოქმედება ამაზრზენი იყო, არამედ  იმიტომაც, რომ მისი ნაბიჯი უსუსურობის ნიშანს წარმოადგენს...

უფრო უარესად გამოიყურებოდა ის, რომ საქართველოს პრემიერმა ბოდიში მოიხადა ტელეჟურნალისტის ქცევის გამო, ტელეკომპანიის დირექტორმა ნიკა გვარამიამ კი განაცხადა, რომ არხს საბოდიშო არაფერი აქვს. ესე იგი, გამოდის, რომ ხელმძღვანელი (თავისი თანამშრომლის) გამონათქვამს ეთანხმება. მე თუ მკითხავთ, გულახდილად გეტყვით, რომ არ ვიცი, რას ფიქრობს ადამიანი, რომელიც ასეთ გინებას ეთანხმება და ცდილობს სიტყვის თავისუფლებას ამოეფაროს, რომელიც მას დაუსჯელობის გარანტიას აძლევს. ვფიქრობ, რომ სიტყვის თავისუფლება ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. გიორგი გაბუნიას გინების გაგონების დროს რუსეთის ყოველი მაცხოვრებელი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს - არა იმიტომ, რომ მას ვლადიმერ პუტინი უყვარს, არამედ იმიტომ, რომ მას მშობლიური ენა უყვარს და ვერ მოითმენს, როცა იმ ენაზე სრულიად ამაზრზენად ლაპარაკობენ. ეს უბრალოდ დედის გინება  არ იყო, რადგან დედის გინება ხშირად სავსებით ესთეტურია. ეს იყო საზიზღრობა, სისაძაგლე და ის არაადამიანის ბაგეთაგან გაისმა.

მე მინდა გავახსენო გიორგი გაბუნიას და მის სულისჩამდგმელებს იდეალური ქართველის - დათა თუთაშხიას სიტყვები ჭაბუა ამერიჯიბის დიდი რომანიდან: „მე ვხედავ უბედურებას, რომელიც თქვენ საკუთარ თავს თვითონვე დაატეხთ“ და დავამატებდი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდანაც“: „მტერიმტერსავერასავნებს, რომეკაცითავსაივნებს“.

ასეთი ამბების შემდეგ კარგის თქმა ქართულ ხასიათზეძალიან ძნელი იქნება,  ისეთ საქართველოში ჩასვლა კი, რომელიც გიორგი გაბუნიას სოლიდარობას უცხადებს, არანაირ სურვილს არ აღძრავს.

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

«Собеседник» (რუსეთი), №25, 09 ივლისი, 2019 წელი

https://sobesednik.ru/dmitriy-bykov/20190708-svoboda-mata-a-ne-slova-dmitrij-bykov-o-georgii-gabunii