ან ქვეყნიდან უნდა წახვიდე ან პოლიტიკაში, სხვა არჩევანი არ არის- ძაბრიძე ხაზარაძის ინიციატივაზე

ან ქვეყნიდან უნდა წახვიდე ან პოლიტიკაში, სხვა არჩევანი არ არის- ძაბრიძე ხაზარაძის ინიციატივაზე

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია რა საზოგადოება შეიკრიბება ხაზარაძის გარშემო, სხვა შემთხვევაში, ე.წ. მესამე ძალის მოლოდინის პირობებში მამუკა ხაზარაძის მოძრაობა შესაძლოა ყველაზე პერსპექტიული აღმოჩნდეს.

 

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, მამუკა ხაზარაძისგან ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და თავად გარემოებამ შექმნა დასავლური ტიპის, ევროპული მიმართულების ლიდერი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ანაკლიის პორტის მშენებლობას და ხელისუფლებას დაუპირისპირდა.

 

გულწრფელად ველოდი, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში შეაბიჯებდა. ყველა, ვინც კი ასეთ საქმიანობას იწყებს, განსაკუთრებით კი ბიზნესმენი, მერე პოლიტიკაში მიდის. ან ქვეყნიდან უნდა წახვიდე ან პოლიტიკაში უნდა წახვიდე, სხვა არჩევანი უბრალოდ არ არის“, - განაცხადა ძაბირაძემ.

 

ამასთან, პოლიტოლოგის აზრით, მამუკა ხარაზაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებრივი მოძრაობა სექტემბერში დაფუძნების თაობაზე და არა ახლა, „ცხელ გულზე“.

 

მიმდინარე ამბების ფონზე, გაზაფხულზე რაიმე ორგანიზაციის შექმნა წამგებიანი იქნება, რადგან შემდეგ მოდისმკვდარი 2 თვე“. რამდენიმე პოლიტიკოსს ვურჩიე, რომ პარტიების დაფუძნება თუ გჭირდებათ, უმჯობესია სექტემბერში დააფუძნოთ-მეთქიმამუკა ხაზარაძისთვის არ მირჩევია ეს, ანუ საუბარი მაქვს იმათზე, ვინც უკვე შექმნა პარტია და დაიწყო საქმიანობა, ვუთხარი რომ, პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, უნდა დასრულდეს-მეთქი, რადგან გარემო მეტ-ნაკლებად სტაბილური გახდეს და პერსპექტივა გამოიკვეთოსმამუკა ხაზარაძეს, ალბათ, მრჩევლები ჰყავს, ეს გაითვალისწინა და სწორი ნაბიჯი გადადგა რომ ახლა კი არა, სექტემბერში ქმნის ორგანიზაციას“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

 

თიბისი ბანკისდამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, - ამის შესახებ ხაზარაძე საკუთარფეისბუქისგვერდზე წერს.