„არ მგონია მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკაში დიდი შანსები ჰქონდეს" - სოფო კილაძე

„არ მგონია მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკაში დიდი შანსები ჰქონდეს" - სოფო კილაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძეს განცხადებით, მამუკა  ხაზარაძეს, რომელიც საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, პოლიტიკაში დიდი შანსები არ აქვს. 

„ყველას აქვს უფლება იმუშაოს და იმოქმედოს იმ არეალში, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. მათ შორის,  შექმნას პოლიტიკური პარტია. ხაზარაძის მოძრაობას რა მხარდაჭერა ექნება ხალხის მხრიდან, ამას ვნახავთ. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ შანსებს, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია, თუმცა ჩემი შეფასებით, არ მგონია მას დიდი შანსები ჰქონდეს" , - განაცხადა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, დღეს მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა განცხადება, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.