ზედმეტი მოუვიდათ, ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ - რუსი სენატორი

ზედმეტი მოუვიდათ, ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ - რუსი სენატორი

რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი ცინიკურ წერილს აქვეყნებს, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

როგორც მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, ქართველებს შეუძლიათ, თავიანთი ღვინო და წყლები ნატოელ მოკავშირეებს უფასოდ გაუგზავნონ.

 

ის მხარს უჭერს სახელმწიფო სათათბიროს წინადადებას თბილისის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღების თაობაზე. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიშის მოხდის დრო გაუშვა.

მხარს ვუჭერ სახელმწიფო სათათბიროს. ზედმეტი მოუვიდათ საქართველოში ანტირუსული გამოხტომებით, „რუსთავი 2“-ის პროვოკატორებით, ჩვენს ტურისტებზე თავდასხმებით. თავისი ღვინო და წყლები შეუძლიათ უფასოდ გაუგზავნონ ნატოელ მოკავშირეებს - არა მგონია მათ გადაუხადონ. ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ. ბოდიშის მოხდის დრო უკვე გავიდა“, - დაწერა რუსმა სენატორმა თავისტვიტერზე გვერდზე.

 

პუშკოვმა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსული სანქციებისგან დაზარალდებიანურჩია პრეტენზიები საკუთარ ხელისუფლებას წარუდგინონ“.