მან სწორი არჩევანი გააკეთა, ყველა ერთის წინააღმდეგ -გოცირიძე ხაზარაძის ინიციატივაზე

მან სწორი არჩევანი გააკეთა, ყველა ერთის წინააღმდეგ -გოცირიძე ხაზარაძის ინიციატივაზე

 ფრაქციანაციონალური მოძრაობისთავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, მისასალმებელია ყველა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ძალის გამოჩენა, რომელიც ხელს შეუწყობს ოლიგარქიული მმართველობის დასრულებას.

 

  ”თიბისი ბანკისდამფუძნებლისმამუკა ხაზარაძის  გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების თაობაზე უმცირესობის დეპუტატი პოზიტიურად აფასებს.

 

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე აქვს სოციალური თუ სხვა რესურსი, რომელიც საკმაოდ წონადს ხდის იმისათვის, რომ სისტემის დემონტაჟში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

 

ივანიშვილი არის ბოლო ძალა, რომელიც ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე დასაბრუნებლად უბიძგებს. მისი ჩამოშორება ნიშნავს საქართველოს ევროპულ გზაზე მყარად და შეუქცევადად დადგომას. ამიტომ დღეს მეორეხარისხოვანია იმის გარკვევა, თუ რამ უბიძგა მამუკა ხაზარაძეს ამ ნაბიჯის გადასადგმელად - პირადი ინტერესების შელახვამ, შურისძიებამ თუ ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული რისკების გაცნობიერებამ. მთავარია, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა! ხაზარაძის გამოჩენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე სრულად ეთანხმება ჩვენი პარტიის გაცხადებულ პრინციპს - ყველა ერთის წინააღმდეგ! მხოლოდ ასე შეიძლება რუსეთის მიერ ფინანსურად, პოლიტიკურად და აგენტურულად ზურგგამაგრებული ოლიგარქის დამარცხება”, - აცხადებს რომან გოცირიძე.

 

მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. ამის თაობაზე ხაზარაძემფეისბუქისსაკუთარ გვერდზე დაწერა.