ბაქო-თბილისის მატარებელს ელექტროგადამცემი ბოძი დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა

ბაქო-თბილისის მატარებელს ელექტროგადამცემი ბოძი დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა

მატარებელს, რომელიც ბაქო-თბილისის რეისს ასრულებდა, ელექტროგადამცემი ბოძი დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია BakuTv ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ინციდენტი აზერბაიჯანის ჰაჯიგაბულს და კურდამირის რეგიონებს შორის, გვიან ღამით მოხდა.


დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
​შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების და სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მატარებელზე არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად, ინციდენტის ადგილას სპეციალური დამხმარე მატარებელი მივიდა. აღდგენის შემდეგ, მატარებელმა მოძრაობა ნელი სვლით განაგრძო.