ხელისუფლლება ყველაფერს აკეთებს რუსეთში მცხოვრები ქართველიბის კეთილდღეობისთვის - ზურაბიშვილი

ხელისუფლლება ყველაფერს აკეთებს რუსეთში მცხოვრები ქართველიბის კეთილდღეობისთვის - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართა და განაცხდა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მათ სტაბილურად და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ.

„მინდა მივმართო რუსეთში მყოფ ქართველებს. მე თქვენი პრეზიდენტი ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად ცხოვრება. მივმართავ ჩვენს სტუმრებს. საქართველო ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისთვის ყველაზე დაძაბულ პერიოდშიც კი არ მომხდარა ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში ჩამოსულ სტუმარს და ეს ასე გაგრძელდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.