მაქვს მოლოდინი, რომ ესენი არ გაჩერდებიან

მაქვს მოლოდინი, რომ ესენი არ გაჩერდებიან

პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი გარეჯაში ვითარების გამწვავების მიზეზებზე საუბრობს:        
"აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ბილიკს აკეთებენ , რომელიც აღდგომის ტაძრამდე უნდა მივიდეს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას გარეჯა რომ დათმონ. არავის არ მივცემთ უფლება, ამის ილუზია არ ჰქონდეთ" - აცხადებს მეუფე იაკობი "პოსტსკრიპტუმთან" ინტერვიუში.

ქორეპისკოპოსი იაკობი მომდევნო კვირას პატრიარქსაც შეხვდება. მეუფე ამბობს, რომ გარეჯს არავინ დათმობს და ამის ილუზია აზერბაიჯანის მხარეს არ უნდა ჰქონდეს. 

„ვითარება მშვიდია. მომლოცველიც და ტურისტიც ჩვეულებრივ, დაუბრკოლებლად მიდის მონასტერთან, მაგრამ უცნაური რაც ხდება, ის არის, რომ გუშინ აზერბაიჯანულმა მხარემ კონტიგენტი გაზარდა. მათი კონტიგენტი 17-18 კაცი გახდა. მანამდე მხოლოდ 2 კაცი პატრულირებდა. გაუგებარია, რატომ გააძლიერეს ასე, რატომ აძლევენ ამის უფლებას. მდგომარეობა მშვიდია იმ მხრივ, რომ დავდივართ. ამას თუ ჰქვია სიმშვიდე. 

 მაქვს მოლოდინი, რომ ესენი არ გაჩერდებიან. იმიტომ, რომ ასე არ გაზრდიდნენ კონტიგენტს, თუ რაღაც ინტერესები არ გააჩნიათ ამ ტერიტორიების მიმართ “-  განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა