რუსეთის პრეზიდენტი უფრო ადეკვატური აღმოჩნდა ვითარების შეფასებისას, ვიდრე ჩვენი ქვეყნის - ბაქრაძე

რუსეთის პრეზიდენტი უფრო ადეკვატური აღმოჩნდა ვითარების შეფასებისას, ვიდრე ჩვენი ქვეყნის - ბაქრაძე

„ძალიან სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთის პრეზიდენტი უფრო ადეკვატური აღმოჩნდა ვითარების შეფასებისას, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება" , - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ რუსეთის პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

„სანქციების შემოღების მუქარა და შემდეგ არ შემოღება არის ზუსტად ისეთივე შანტაჟის მექანიზმი, როგორც თავად სანქცირება. ამიტომ რუსეთი ჩვენი სანდო და საიმედო პარტნიორი არ არის და ვერ იქნება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ჩვენი უსაფრთხოების და განვითარების გასაღები არის ევროპაში, ევროპულ ბაზარში, ევროკავშირში გაწევრიანებაში და ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით დამოკიდებული იმაზე, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს და რას გადაწყვეტს დილით პრეზიდენტი პუტინი. ამიტომ, გამოსავალი საქართველოს სტაბილურობისთვის არის არა იგივე გზის გაგრძელება, რომ რუსეთია ყველაფრის გამოსავალი და მოდი, პუტინს არ ვაწყენინოთ, არამედ მყარი ინსტიტუციონალური ევროპული გარანტიების მიღება ქვეყნის მომავლისთვის",-აცხადებს დავით ბაქრაძე.