მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი მოსტეხა

მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი მოსტეხა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი მოსტეხა. გავრცელებული ცნობით, ოდესაში „კრაიანის საქმის“ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და მათთან ერთად სასამართლოს დარბაზში შეჭრა სცადა.

დარბაზთან არსებულ კორიდორში დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც სამართალდამცველებმა სააკაშვილსა და მის მხარდამჭერებს შენობა დაატოვებინეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სწორედ ამ არეულობის დროს მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი ჰკრა, რა დროსაც ქალმა ხელი მოიტეხა.