ვლადიმერ პუტინის სიტყვებმა დაამტკიცა, რომ საქართველომ რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს

ვლადიმერ პუტინის სიტყვებმა დაამტკიცა, რომ საქართველომ რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს

სტატიაში მიმოხილულია რუსეთის მმართველი ელიტის პოზიცია საქართველოსთან მიმართებით ბოლო მოვლენების, განსაკუთრებით კი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოხატული პოზიციის ფონზე მასში ნაჩვენებია სიტუაციის განვითარება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, როცა დეპუტატებმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვესდა ასახულია ფინალი, როცა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კანონმდებლების მოთხოვნას არ დაეთანხმა(ავტორები - ალექსი ზაბროდინი, ნატალია ილინა, ტატიანა ბაიკოვა).

პუბლიკაციაში მოცემულია საქართველოს მთავრობის (მინისტრი დ.ზალკალიანი), პარლამენტის წევრების (დეპუტატი გ.ლომია) და ექსპერტ-პოლიტოლოგების (ნ.დევდარიანი) პოზიციები ვლადიმერ პუტინის განცხადების თაობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიესალმა რუსეთისლიდერის განცხადებას და ერთმნიშვნელოვნად სწორად ჩათვალა. პარლამენტის დეპუტატმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ გიორგი ლომიამ „იზვესტიას“ განუცხადა, რომ საღად მოაზროვნე ადამიანები რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას დადებითად აღიქვამენ. „ეს პრობლემისადმი ღირსეული მიდგომაა. დარწმუნებული ვარ, რომ მან დაინახა, თუ როგორი რეაქცია მოახდინა ქართველმა ხალხმა გიორგი გაბუნიას უცენზურო გინებაზე. იგი კინაღამ ცოცხლად შეჭამეს. ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, ასეთი გინება მტრების მიმართაც კი დაუშვებელია. საქართველოში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ერთმანეთთან ჩვენი ერების ძმური დამოკიდებულებისა... სჯერათ, რომ კავკასიაარ დაეცემა“. დეპუტატის თქმით, რადიკალურმა ძალებმა დიდი ფული მიიღეს და მათ დავალებული აქვთ მაქსიმალურად გააუარესონ სიტუაცია მოსკოვთან ურთიერთობაში.

ქართველი პოლიტოლოგის, გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის ნანა დევდარიანის აზრით, ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები დაბნეულები არიან: მათ გეგმაში არ შედიოდა, რომ მოსკოვი მშვიდობიანი დიალოგის მომხრე იქნებოდა.: „ვლადიმერ პუტინის მიდგომაპრობლემისადმი მართლაც ღირსეული ადამიანის პოზიციას წარმოადგენს. იგი ვიღაც სულელი [ტელეწამყვანის] გამო ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გაუარესებაზე არ დათანხმდა, - უთხრა ნანა დევდარიანმა „იზვესტიის“ კორესპონდენტს. მან ტელეარხის ეთერში მომხდარი ინციდენტი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭრების მიერ მოწყობილ პროვოკაციად მიიჩნია, რომელიც მიმართული იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ჩამოშლისა და პარალელურად, პლაცდარმის მოსამზადებლად ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. პოლიტოლოგის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირ უნდა მიმართოს ვლადიმერ პუტინს დიალოგის დაწყების მიზნით, თუმცა ეს უფრო ადრე უნდა გაკეთებულიყო.

რაც შეეხება რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს - სახელმწიფო სათათბიროს პოზიციას პრეზიდენტის განცხადების შემდეგ: როგორც დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი ამბობს, „პრეზიდენტს შეიძლება თავისი თვალსაზრისი ჰქონდეს. ვლადიმერ პუტინისათვის უხერხულია მსგავსი მეთოდებით თავი დაიცვას. ჩვენ განვაცხადეთ აგრეთვე საქართველოს მიერ გამოვლენილი მტრობის სხვა ფაქტებზე: მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება პირდაპირ აგრესორს გვიწოდებს, თანაც ჩვენ გვიყენებს თავისი ეკონომიკის წინსვლისათვის. ამიტომაც ვითხოვთ მთავრობისაგან ზომების მიღებას, რომ თბილისი მიხვდეს“.

პუბლიკაციაში მიმოხილულია რუსეთ-საქართველოს ვაჭრობის მდგომარეობა, მოცემულია რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების თვალსაზრისები ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივასთან დაკავშირებით: ფულადი გადარიცხვების შეწყვეტა და ღვინისიმპორტის სავარაუდო აკრძალვა საქართველოს უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე რუსეთს: „მოსკოვმა რომ ფულის გადარიცხვა აკრძალოს, ეს ჩვენი მოაქალაქეებისათვის კოღოს ნაკბენივით იქნება, ქართველები კი დიდად დაზარალდებიან“, - ამბობს დეპუტატი ანატოლი აქსაკოვი. რაც შეეხება ღვინის იმპორტს, რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა კავშირის ხელმძღვანელის ლეონიდ პოპოვიჩის თქმით, ქართული ღვინო რუსული ბაზრის 10%-ს იკავებს და მისი იმპორტის აკრძალვის შემთხვევაში ამ მოცულობის გადაფარვა ადვილად შეიძლება ფრანგული, იტალიური და ახალზელანდიური სასმელებით.

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

«Известия» (რუსეთი), 10 ივლისი, 2019 წელი

https://iz.ru/897662/izvestiia/vino-dokazano-gruziia-dolzhna-nachat-dialog-s-rossiei-posle-slov-putina