ძალიან აგრესიულად იქნევდა ორივე ხელს - სააკაშვილი ხელმოტეხილ ქალთან დაკავშირებით წერს

ძალიან აგრესიულად იქნევდა ორივე ხელს - სააკაშვილი ხელმოტეხილ ქალთან დაკავშირებით წერს

მიხეილ სააკაშვილი ოდესის სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ეს ქალი სასამართლოდან გამოგვეკიდა. ის, ტრუხანოვის მხარდამჭერი ლოზუნგების თანხლებით, ისევე როგორც ტრუხანოვის სხვა მოსყიდული პირები, ოდესიდან ჩვენს გაძევებას ითხოვდა. ამასთან ერთად, ძალიან აგრესიულად იქნევდა ორივე ხელს, რომლებიც საერთო არ გამოიყურებოდა, როგორც მოტეხილი. აი, ასე პრიმიტიულად მუშაობს ბანდიტური პროპაგანდა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის სასამართლოში არეულობის დროს მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი ჰკრა, რა დროსაც ქალმა ხელი მოიტეხა.