სურვილი აქვთ, რომ ეს საქმე რაღაცნაირად მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად - უგულავა

სურვილი აქვთ, რომ ეს საქმე რაღაცნაირად მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად - უგულავა

„ხელებს აცეცებენ სიბნელეში, თვითონ არ იციან რას აკეთებენ. ფაქტია, რომ ორკესტრირებულად აქვთ სურვილი, რომ რაღაცნაირად მონათლონსახელმწიფო გადატრიალებად, - ამის შესახებ 20-21 ივნისის მოვლენებზე სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

“დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება ასეთი საგამოძიებო ნაწილის დონეზე საერთოდ გაუგებრობაში. ფაქტია და ვიცით, პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ასევე შსს-ს და პროკურატურის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ იძიებენ რაღაც მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას. სახელმწიფო გადატრიალების საქმე საერთოდ არ ახსენეს და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების 225-ე მუხლზე იყო პირველი კითხვა. მე როდესაც დავაზუსტე, რომ ეს სხვა საქმე იყო და ის სხვა, მითხრეს, რომ ერთი საქმეა, თუმცა მუხლი არ იყო მითითებული. ეს შეიძლება პროცედურული ხრიკებია და ადამიანებს არ აინტერესებდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ხელოვნურად არის ეს საქმე დაჩეხილი იმისთვის, რომ სადღაც მოეჭიდონ და რაღაც გამოუვიდეთ. ხელებს აცეცებენ სიბნელეში, თვითონ არ იციან რას აკეთებენ. ფაქტია, რომ ორკესტრირებულად აქვთ სურვილი, რომ რაღაცნაირად მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად“,- განაცხადა უგულავამ.