ქუთაისში  შუშის ჩამოვარდნის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ

ქუთაისში შუშის ჩამოვარდნის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ

ქუთაისში ე.წ. კეჩის ბაზრობაზე შუშის ჩამოვარდნის შედეგად, მოქალაქეები დაშავდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბაზრობაზე მყოფი მოქალაქეები ჭერიდან ჩამოვარდნილი მინის ნამსხვრევებით დაზიანდნენ.

სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ სამივე დაშავებულს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მათ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადეს.