კობახიძე პუტინის განცხადებებზე: ჩვენ ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას

კობახიძე პუტინის განცხადებებზე: ჩვენ ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას

საქართველოს პარლამენტის დეპუტატ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როგორც არ უნდა გადაიწეროს ისტორია ხელოვნურად,  აღიარებული საზღვრები ურყევი დარჩება და არაღიარების პოლიტიკა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

 ასე შეაფასა  დეპუტატმა, ვლადიმერ პუტინის განცხადებები საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებთან დაკავშირებით.

ისტორიის გადაწერა არის მიუღებელი. რაც შეეხება შეფასების დადებით ნაწილს, ეს შეეხებოდა სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. ისტორიის გადაწერის მცდელობა კი, ბუნებრივია, მიუღებელია. მთავარი განმსაზღვრელი არის საერთაშორისო სამართალი და ამ კუთხით აღიარებული ჩვენი საზღვრები, რაც არის მყარად დაფიქსირებული. შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებში საქართველოს ამ საზღვრებში აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა. როგორც არ უნდა გადაიწეროს ისტორია ხელოვნურად, ჩვენი აღიარებული საზღვრები დარჩება ურყევი და არაღიარების კუთხით აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად ოსების გენოციდი განახორციელა.