არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მასწავლებელი გამოცდიდან მოხსნეს

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მასწავლებელი გამოცდიდან მოხსნეს

მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი გამოცხადდა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სესიებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა. ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, მესამე შემთხვევაში - არაფხიზელი მდგომარეობა. 

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 21 ივლისს დასრულდება.