სასამართლომ მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია პატიმრობაშ დატოვა.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.