სახალხო დამცველი მელიას საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული კადრების შესწავლას იწყებს

სახალხო დამცველი მელიას საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული კადრების შესწავლას იწყებს

ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ უწყვეტ კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ამშვიდებს გაბრაზებულ დემონსტრანტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და როგორ აპირებენ ოპოზიციონერი ლიდერები მოლაპარაკებებზე შესვლას პარლამენტში, ომბუდსმენი ეხმაურება.

„რა თქმა უნდა ის ვიდეოკადრი რაც გავრცელდა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ რა თქმა უნდა მოვითხოვთ, რომ ეს მასალა შესწავლილი იყოს გამოძიების პროცესში და დადგინდეს რა კონტექსტში და როდის ჰქონდა აი, ამ საუბარს და განვითარებულ მოვლენებს ადგილი, მე ვფიქრობ, რომ იქნება ეს მნიშვნელოვან მტკიცებულება. დაახლოებით ალბათ იქით კვირაში ჩვენ ვგეგმავთ, რომ შევხვდეთ ჩვენს საკონსულტაციო საბჭოს, სადაც გავაცნობთ ჩვენი დაკვირვების პირველ შედეგებს. რა თქმა უნდა ეს შედეგები გულისხმობს იმასაც, რამდენად იკვლევს ყველა იმ მტკიცებულებას თუ გავრცელებულ ვიდეომასალას, რაც ვრცელდება მედიასაშუალებებში პროკურატურა და რა თქმა უნდა, ეს მასალაც ჩვენი მხრიდან იქნება მოთხოვნილი,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.