გიორგი გახარიას „რეაქციის“ სტუდიასთან აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ

გიორგი გახარიას „რეაქციის“ სტუდიასთან აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ

დიღომში, პოლიტიკური თოქშოუ "რეაქციის" პავილიონთან, შს მინისტრისგიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.გადაცემა "რეაქციის" სტუმარი შს მინისტრი,გიორგი გახარიაა.

აქციის მონაწილეებმა მინისტრი გადაცემაში ხმაურითა და შეძახილებით "გახარია წადი" შეაცილეს.. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გახარიამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეს მომხდარ ფაქტზე და უნდა დატოვოს თანამდებობა. მათი თქმით, მოქალაქე გიორგი გახარიას არაფერს ერჩიან,უბრალოდ ურჩევენ, რომ როგორც მინისტრმა ისევ აიღოს პასუხისმგებლობა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ანა სუბელიანის თქმით, გახარიას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს მედიამაც, რადგან ყოველ სატელევიზიო ეთერში 20 ივნისის აქციის თაობაზე ის თავს იმართლებს.

დღევანდელ აქციას უერთდებიან სამოქალაქო საზოგადოებისა და "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, გახარიას განცხადებების კეთების უფლება არ აქვს და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.