„იმედიდან “ ლეჟავა წავიდა, მაგრამ დადიანი არ მოდის

„იმედიდან “ ლეჟავა წავიდა, მაგრამ დადიანი არ მოდის

ტელეკომპანია „იმედში“ საკადრო ცვლილებებია.  მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია,რომ  ტელეკომპანია „იმედში“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნანა ლეჟავა ჟურნალისტ გიორგი ცქვიტავას ან palitranews-ის დირექტორს, ინგა დადიანის ჩაენაცვლებინა. თუმცა,  ჩვენი წყაროს ინფორმაციით ინგა დადიანის კანდიდატურა ამ პოზიციაზე არ განიხილება.

თავად, ცქვიტავა ამბობს, რომ ამ ინფორმაციის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მაისში ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორის თანამდებობაზე ელდარ მდინარაძე დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი შეცვალა.