საბედისწერო გეოპოლიტიკური შერკინება საქართველოს დასაუფლებლად, რაც შესაძლოა ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დრამით დასრულდეს

 საბედისწერო გეოპოლიტიკური შერკინება საქართველოს დასაუფლებლად, რაც შესაძლოა ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დრამით დასრულდეს

      გლობალური ზესახელპწიფოები მსოფლიო ჰეგემონობის მისაღწევად ერთმანეთთან წარმოუდგენლად გააფთრებულ ომს,რომ აწარმოებენ საიდუმლოს თითქმის აღარ წარმოადგენს.

მართალია უამრავი ადამიანი ,მათ შორის საქართველოშიც, თავის ყოფით პრობლემებშია ჩაძირული და რადგან ჯერ თავზე ყუმბარები არ აცვივა თვლის,რომ საგანგაშო არაფერი ხდება,თუმცა საქმე ამგვარად სულაც არაა.მიმდინარეობს,დაუნდობელი ჭიდილი,სამხედრო-სტრატეგიული,პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენების მოსაპოვებლად

      ჩვენ ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები თუკი საკითხს გაუბრალოებულად შევხედავთ ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნების ბანალურ საქმეს ეხება,თუმცა  უფრო ღრმა ანალიზი ცხადყოფს,რომ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ძალთა ეს ჭიდილი,გლობალური მნიშვნელობის სამკვდრო- სასიცოცხლო დაპირისპირების შენიღბვული გამოხატულებაა,რომელიც ჩვენისთანა მცირე მასშტაბის და უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ქვეყნისთვის მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს

 

           ნათქვამის დასტურად გამოდგება ინფორმაცია,რომელსაც სარწმუნო წყარო ავრცელებს.

    11 ივნისს,აშშ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ,ვაშინგტონში,საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა,რომ-"იმედს გამოთქვამს საქართველოს მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულების თაობაზე,რითაც საქართველო გააძლიერებს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან,რაც მას თავიდან ააცილებს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ინტერესების მსხვერპლად ქცევას".

პომპეოს  მიერ გაკეთებულმა ამ განცხადებამ მრავალი ექსპერტი დაარწმუნა,რომ ამერიკელებმა ან უკვე მონიშნეს თავისი ახალი კურსი ამიერკავკასიაში ანდა ამზადებენ ცვლილებებს.

 

            პოტენციურად,საქართველო შესაძლოა იქცეს იმ პლაცდარმად სადაც პეკინი მოსკოვთან ერთად შეებმება ქართულ-ამერიკულ ტანდემს.ეჭვს ისიც აძლიერებს,რომ შეერთებული შტატებმათავის ნატოელ პარტნიორებთან ერთად გაახმოვანეს თავისი ახალი სტრატეგია "შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების" შესახებ.

 

             არსებობს იმის მტკიცების საფუძველი,რომ ანაკლიის პორტს შესაძლოა წილად    ხვდეს შავ ზღვაში აშშ პირველი სამხედრ-საზღვაო ბაზის ხვედრი

ამერიკელებმა"პირდაპირი მოქმედების' ამ აქციით,თბილისის მეოხებით განახორციელეს ორმხრივი დარტყმა ჩინეთსა და რუსეთზე,რამაც უწინარესად თავად საქართველო დააზარალა.ქვეყანა ამით კარგავს მსხვილ ლოჯისტიკურ ცენტრად ქცევის შანსს პროექტის,"ერთი სარტყელი ერთი გზის" ფარგლებში,მასთან დაკავშირებული ინვესტიციების ჩათვლით.

    საქმე ისაა,რომ,ადრე,საქართველოს მთავრობამ ადრევე შეიმუშავა ღრმა წყლიანი პორტის მშენებლობის ამბიციური გეგმა შავი ზღვის სანაპიროზე,ანაკლიაში.იგი პირდაპირ უკავშირდებოდა ჩინეთის ინიციატივას "ერთი სარტყელი,ერტი გზის" თაობაზე,იმისგან დამოუკიდებლად თუ ვინ ააშენებდა ამ პორტს. საქართველო,რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ამ ორ რეგიონს შორის.ის სავაჭრო სფეროში თავის სამსახურს შთვაზობდა ევროკავშირის რვა სახელმწიფოს,რომელთაც არ გააჩნიათ გასასვლელი შავ ზღვაზე.ამ გეგმის ავტორები ირწმუნებოდნენ,რომ 2025 წლისთვის ანაკლია შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონი ტონა ტვირთის დამუშავებას,რაც მის ერთიან შიდა პროდუქტს0,5პროცენტით გაზრდის.ამის პარალელურად,2016 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ,რასაც ანალოგიური შეთანხმება ჩინეთთანაც დაემატა.თბილისმა აიღო ვალდებულება ჩინური ექსპორტისთვის,96,5პროცენტით შეემცირებინა საბაჟო მოსაკრებლები,ხოლო ჩინეთი,თავის მხრივ ანალოგიურ მაცვენებელს საქართველოსთან მიმართებაში 91 პროცენტით ამცირებდა.საქართველო მიუერთდა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტირების ბანკს-100 მილიარდიან ფონდს,რომელიც ჩინური ინიციატივების და პროექტების დაფინანსებისთვისაა გამიზნული.ამ ფონდიდან საქართველოს ,მიღწეული შეთანხმებით 114მილიონი დოლარი უნდა მიეღო შიდა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად,რაც კასპიისა და შავი ზღვის დაკავშირებას უზრუნველყოფდა.ტუმცა მომდევნო პერიოდში ანაკლიის პროექტი გაურკვევლობაში ჩაიძირა და ევროპასა და ჩინეთს შორის ქართული კარი ფაქტიურად მიჯახუნდა.ეს კონსორციუმის შიდა გაურკვევლობებს და ინტრიგებს მიეწერა.

 

          ექსპერტები მიხვდნენ,რომ თამაშში ძლიერნი ამა სოფლისანი ჩაერივნენ,რომლებმაც ყველაფერი იღონეს რათა საქმე ისე არ წასულიყო როგორც საჭიროა.კერძოდ ეჭვი ამერიკაზე იქნა მიტანილი.ამიტომაცაა პომპეოს მოწოდება გასაოცარი ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულების თაობაზე.მით უმეტეს,რომ აშშ ჩინეთის სასარგებლოდ არაფრით არ ითამაშებს.

       მიმდინარე პროცესების ლოგიკიდან გამომდინარე ამერიკელები ცდილიბენ დაასწრონ გარკვეულ მოვლენებს რაც რუსულ-ქართულ ურთიერთობებს უკავშირდება.ნიშანდობლივია ის ფაქტი,რაც კარასინმა გაასაჯაროვა და საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას შეეხება.საუბარი,თვით ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აჭდგენასაც კი ეხებოდა.თბილისში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი.

 

           მრავალმა სპეციალისტმა ყურადღების მიღმა არ დატოვა ის ფაქტი,რომ თბილისურ არეულობებს წინ უძღვოდა ჯო ბაიდენის ნდობით აღჭურვილი პირის,მაიკ კარპენტერის ვოიაჟი საქართველოში,რომელმაც  ხელისუფალთ მოუწოდა რუსეთთან წარმოებული ღია კარის პოლიტიკის შედეგები გაეცნობიერებინათთუ საქართველოს ამ თამაშში ჩაითრევენ ის უამრავ რამეს დაკარგავს,მათ შორის კი აფხაზეთზე  რბილი ძალის გამოყენების რესურსსაც.

 

            ანაკლია მართლაც შეიძლება გადაიქცეს აშშ სამხედრო-საზღვაო ბაზად შავ ზღვაზე,სადაც მონტრეს კონვენციის თანახმად არასაზღვაო სახელმწიფოებს 21დღეზე მეტად გაჩერება ეკრძალებათ.ასეთ შმთხვევაში კი ახალი ამერიკული ბაზა განთავსდება ყირიმისა და აფხაზეთში განთავსებული რუსული საზღვაო ბაზების სიახლოვეს.რას უნდა ველოდეთ ასეთ შემთხვევაში?როგორც ამასთან მიმართებაში ერთერთი ნორვეგიული გამოცემა განმარტავს, "ქართული პოლიტიკური ელიტამ უბრალოდ ვერ კი  ხვდება საერთოდ რის ხარჯზე არსებობს საქართველო და ის  ვერაფრით ვერ შეაჩერებს ქვეყნის დაქუცმაცებას",ეს ახლა,სამომავლოდ კი ამჟამინდელი საქართველო  შეიძლება იქცეს ახლო აღმოსავლეთისა და იქნებ ისლამური სამყაროს ნაწილადაც კი..

 

           ევროპასთან და დანარჩენ მსოფლიოსთან  ვაჭრობა საქართველოს მხოლოდ შავი ზღვის მეოხებიტ შეუძლია,რომელიც ყირიმის მიერთების მერე რუსეთის კონტროლს  ქვეშ გადავიდა..ტავის მხრივ,იტალიური გამოცემა L'Espreso აფრთხილებს,რომ"ამერიკელები საქართველოს ერთიანი ევროპის აღმოსავლეთ საზღვრად ქცევის საშუალებას არ მისცემენ".რუსეთის პროტექტორატის ქვეშ ყოფნა ქართველებს ტავდაც არ სურთ ,როთაც გაურკვეველ მესამე ვარიანტში არიან გაჩხირულნი.გამოცემა ასკვნის,რომ ''საქართველო,თავისი 3,7მილიონიანი მოსახლეობით,რომელიც სტალინსაც უგალობს და ამერიკასაც,უკვე მერამდენედ წერენ საკუთარ ტრაგიკულ ისტორიას კატასტროფული ენდშპილით".

 

           ასეთია ქართული პოლიტიკური პროტესტის ჭეშმარიტი ქვედინებები,რაც ვერაფრით ვერ გაიაზრა ვერც საქართველოს ხელისუფლებამ,ვერც ერმა და ვერც ბერმა.ასეთი ალხეინობა კი,21- საუკუნის დასაწყისში საუბედუროდ შესაძლებელია ჩვენი ერისა და სამშობლოს უდიდესი ტრაგედიით,უბრალოდ მისი დაქუცმაცებით დასრულდეს.