მოლდოვის პრემიერი რეფორმების გატარებაში დახმარებას მიხეილ სააკაშვილს სთხოვს

მოლდოვის პრემიერი რეფორმების გატარებაში დახმარებას მიხეილ სააკაშვილს სთხოვს

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ სურს მიიღოს დახმარება საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისგან იუსტიციის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სპეციალისტებთან. ჩვენ ვამუშავებთ იუსტიციის სისტემის რეფორმირების პროექტებს. ბატონი სააკაშვილი ახლა მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინაში და ძალიან დაკავებულია, მაგრამ აგვისტოს ბოლომდე ჩვენ გვექნება საუბარი ამ თემაზე“, - განაცხადა მაია სანდუმ გამოცემა „Cotidianul“-თან საუბარში.

მოლდოვის პრემიერის სიტყვებით, ახლა ბიუჯეტში არ არის თანხა უცხოელი ექსპერტების გუნდის მოსაწვევად, თუმცა მაია სანდუს საერთაშორისო პარტნიორების დახმარების იმედი აქვს.

მიხეილ სააკაშვილმა ადრე გამოხატა მხარდაჭერა სანდუს მთავრობის მიმართ და განაცხადა, რომ მზად არის დახმარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

 ინფორმაციასრია ნოვოსტიავრცელებს.