ტატუნაშვილი არ მოუკლავთ, ის გარდაიცვალა- ეგორ კოჩიევი

ტატუნაშვილი არ მოუკლავთ, ის გარდაიცვალა- ეგორ კოჩიევი

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე   განცხადება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა ერგნეთში შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა:

„ქართულმა ექსპერტიზამ არ გასცა პირდაპირი პასუხი არცერთ დასმულ კითხვას, ამიტომ იმის განცხადებით, რომ ტატუნაშვილი მოკლეს, თქვენ ამახინჯებთ ფაქტებს. ტატუნაშვილი გარდაიცვალა და არც ერთმა ექსპერტიზამ არც ქართულმა და არც ოსურმა წამების ფაქტის შესახებ პასუხი კითხვას არ გასცა. რაც შეეხება ოთხოზორია ტატუნაშვილის საქმეს – ჩვენ არ გვესმის ამ სიის შექნის მოტივაცია. პასუხად მინდა გითხრათ, რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი სია, რომელიც საქართველოს მიერ ჩადენილ დანაშაულს ასახავს,“- აცხადებს კოჩიევი.