სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ ბრუნდება

სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ ბრუნდება

ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედაენა ადაპტირებული ვერსიით ბრუნდება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 15 ივლისს, 11:00 საათზე ვარიანში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გაუძღვებიან.