მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნოობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნოობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს.

ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული მართლამადიდებელი ეკლესიის მიერ მთელ საქართველოში აღინიშნება, თუმცა განსაკუთრებული ღონისძიებები ამ დღეს ზუგდიდში ტარდება. ამ დღესასწაულზე ზუგდიდში მოსალოცად მრევლი ჩადის როგორც საქართველოს ეპარქიებიდან, ასევე უცხოეთიდან.

სწორედ , ზუგდიდში, დადიანების სასახლეშია დაცული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი. ყოველწლიურად, 15 ივლისს, კვართი მუზეუმიდან ვლაქერნის ხატის სახელობის ეკლესიაში გადააქვთ და მრევლს მასთან მიახლების საშუალება ეძლევა.

პატიოსანი სამოსელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, სარტყლის ნაწილი და ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი სამეგრელოს უპირველეს სიწმინდებად ითვლებოდა.

ყოველი წლის 15 ივლისს, ( ძვ. სტ. - 2 ივლისი ), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ტარდება წირვა-ლოცვა, ხდება კვართის გადმობრძანება დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან.