ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში გადავიდა - ხუან გუაიდო

ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში გადავიდა - ხუან გუაიდო

ხუან გუაიდო ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში გადავიდა. 

ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყნის არმია მხარს მას უჭერს. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ვიდეო ერთ-ერთ სამხედრო ავიაბაზაზე არის გადაღებული. ვიდეოში ჩანს ვენესუელელი ოპოზიციონერი ლეოპოლდო ლოპესიც, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს:    

„ვენესუელელებო! მოდით, დავიკავოთ ქუჩები, უზურპაციის დასრულებას მხარი დავუჭიროთ, ეს ხომ ისედაც გარდაუვალია. ვენესუელას ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი ვენესუელელ ხალხსა და ჩვენს კონსტიტუციას უჭერენ მხარს“.

ცნობისთვის, ხუან გუაიდოს ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით თეთრის სახლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვენესუელაში არსებულ ვითარებას დეტალურად აკვირდება. ამასთან, რამდენიმე ამერიკელი სენატორი ვენესუელას არმიას ხუან გუაიდოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს