ტერაკოტის არმია - სახელგანთქმული თიხის მებრძოლები გარდაცვლილი იმპერატორის სამსახურში

ტერაკოტის არმია - სახელგანთქმული თიხის მებრძოლები გარდაცვლილი იმპერატორის სამსახურში

1974 წლის მარტში, კორეის ქალაქ სიანის მახლობლად, ადგილობრივმა მოსახლეობამ არტეზიული ჭის გაბურღვა განიზრახა. ისინი გულმოდგინედ შეუდგნენ შრომას, მეტრს მეტრი ემატებოდა, სანამ მუშები თიხის მყარ საგანს არ წააწყდნენ, რომელიც გარეგნულად ადამიანის სახეს ჩამოგავდა. გლეხები ვერც კი მიხვდნენ, რომ უნებურად, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ არქეოლოგიურ საოცრებას მიაკვლიეს,რომელსაც შემდეგ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანდნენ.

სრულფასოვანი არქეოლოგიური გათხრები ამ ადგილას 1978 წელს დაიწყო. მეცნიერებმა, იმპერატორის სამარხიდან კილომეტრნახევრის მოშორებით, რამდენიმე პარალელური სკლეპის აღმოჩენა მოახერხეს. გამოქვაბულის სიღრმეში  აღმოჩენილ იქნა ჩინელ  ჯარისკაცთა ნატურალური ზომის, სულ მცირე 8100 ერთეული თიხისგან  შექმნილი ქანდაკება, ცხენებითურთ.

ჩინელი ისტორიკოსის სიმა ციანის ჩანაწერების თანახმად, აქვე აურაცხელი ოდენობის განძეული ინახებოდა. იმპერატორთან ერთად ცოცხლად იყო დამარხული მისი ორმოცდარვავე ხასა. სამარხის 70 000-მა მშენებელმა და მათი ოჯახის წევრებმაც აქვე ჰპოვეს სამუდამო განსასვენებელი.

იმპერატორის ჩანაფიქრით, ტერაკოტის (თიხის) არმიას მისთვის სამსახური საიქიო ცხოვრებაშიც უნდა გაეწია და მისი სიცოცხლე სიკვდილის შემდეგაც  დაეცვა.

სხვადასხვა მონაცემებით, სამარხს, რომლის მშენებლობამაც 38 წელს გასტანა, 700 ათასამდე მუშა აშენებდა.

 

მასალა მოამზადა: ზურა ქელეხსაშვილმა „Популярные истории“-ს მიხედვით