რუსთავში კაცს გიურზამ უკბინა

რუსთავში კაცს გიურზამ უკბინა

რუსთავში, 40 წლამდე ასაკის კაცი გველმა დაკბინა. კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო, ქვეწარმავალი თავისი სახლის ეზოში დაიჭირა და ეთამაშებოდა, რა დროსაც გიურზამ ხელზე უკბინა.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, კაცს გიურზამ ხელზე ორჯერ უკბინა, ის დროულად იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩაუტარდა შესაბამისი აცრა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დავით ბეგაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეწარმავლის ნახვის შემთხვევაში თავად ნუ შეეცდებიან მის დაჭერას და დარეკონ შესაბამის სამსახურში, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

 

ინტერპრესნიუსი