„უდაბნოს ტაძრებიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა ხატი გამოიტანეს“

„უდაბნოს ტაძრებიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა ხატი გამოიტანეს“

დავით გარეჯის გიდის, ზვიად ანანიაშვილის განცხადებით, დავით გარეჯში, უდაბნოს ტაძრებიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა ხატი გაიტანეს. ანანიაშვილის თქმით, ამის გამო გუშინ ადგილობრივ მოსახლეობას და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის სიტუაცია დაიძაბა.

„როგორც ვიცი, მომხდარის გამო გუშინ ადგილობრივ მოსახლეობას და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც ადგილზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ჩავიდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან არავინ შეგვხმიანებია. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კვლავ განაგრძობენ პატრულირებას. გზების გაყვანა ჯერჯერობით არ განუახლებიათ“, – განაცხადა ზვიად ანანიაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართული სიწმინდეები ტაძრებიდან 4 დღის წინ გამოიტანეს და ქართველ სასულიერო პირებს გადასცეს იმ მიზეზით, რომ ტაძრები მათ ტერიტორიაზე მდებარეობს.

 

ინტერპრესნიუსი