„მზიანი საქართველო“ არ არსებობს - ნიღბები ჩამოხსნილია, ქართულ სტუმართმოყვარეობაზე მითი კი დანგრეული!“

„მზიანი საქართველო“ არ არსებობს - ნიღბები ჩამოხსნილია, ქართულ სტუმართმოყვარეობაზე მითი კი დანგრეული!“

 

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იმაზე მოწმობს, რომ საბჭოთა ადამიანებისთვის ცნება - „მზიანი საქართველო“ აღარ არსებობს, ის 1990 წელს დასრულდა, საქართველოს ხელისუფლებაში ახალი ნაცისტური ძალების მოსვლის შემდეგ, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

„აქედან გამომდინარე, სკეპტიკოსებისთვისაც კი გასაგები უნდა იყოს რომ სამხრეთ ოსეთი აღარასდროს გახდება საქართველოს ნაწილი - რესპუბლიკა აქტიურად ავითარებს ურთიერთობებს რუსეთთან და ეს ოსი ხალხის ისტორიული არჩევანია.

სამწუხაროდ, სრულიად გარკვევით შეიძლება ითქვას ერთი: საბჭოთა ადამიანებისთვის ჩვეული საქართველო აღარ არსებობს, ის დასრულდა 1990 წელს, ხელისუფლებაში ქართველი ნაცისტების მოსვლისთანავე. ნაციზმმა, რომელსაც სააკაშვილი ატარებდა სახელმწიფო პოლიტიკაში, თავისი ნაყოფი გამოიღო. სტერეოტიპი სახელწოდებით „მზიანი საქართველო“, რომელსაც საბჭოთა კავშირის მაცხოვრებლები იყენებდნენ ამ ქვეყნის მისამართით, გაქრა. ნიღბები ჩამოხსნილია, ქართულ სტუმართმოყვარეობაზე მითი კი დანგრეული“, - განაცხადა მედოევმა.

РИА Новости.