დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, რასაც შსს-შიც ადასტურებენ

„დავით გარეჯში შეხვედრის მიმდინარეობას ვადასტურებთ“, – აცხადებენ უწყებაში, თუმცა ვინ ესწრება შეხვედრას, ვისი ინიციატივით იმართება და რა საკითხებს შეეხება ჯერჯერობით არ ახმაურებენ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეხვედრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამასთან, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ” ძალა ერთობაშიას” ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ- აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ქაცარავამ “ინტერპრესნიუსს” ადგილზე განუცხადა, აღნიშნული შეხვედრა, სავარაუდოდ, უკავშირდება გუშინ დავით გარეჯში აზერბაიჯანელებს და ადგილობრივებს შორის მომხდარ ინციდენტს.