„მე პრემიერ მინისტრი გამოძახებით არ გახლავართ!“ - სააკაშვილი მოლდოვას პრემიერის შეთავაზებაზე

„მე პრემიერ მინისტრი გამოძახებით არ გახლავართ!“ - სააკაშვილი მოლდოვას პრემიერის შეთავაზებაზე

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი უარს აცხადებს მოლდოვას პრემიერ-მინისტრის მაი სანდუს შეთავაზებაზე - „უხელმძღვანელოს რეფორმატორების გუნდს“ კიშინიოვში. ამის შესახებ სააკაშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე განაცხადა.

„მისმა (სანდუ) გუნდმა შემომთავაზა მოლდოვის პრემიერ-მინისტრი გავხდე, რაზეც ვუპასუხე, რომ მე „პრემიერ მინისტრი გამოძახებით“ არ გახლავართ. მოლდოველების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, მირჩევნია იქ ვებრძოლო კრიმინალს, სადაც ვცხოვრობ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შეუძლია კიშინიოვში თავისი გუნდის წევრები გაუშვას, თავად კი კიევში დარჩენას და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას ამჯობინებს.

მანამდე სანდუმ საქართველოს ექსპრეზიდენტი ქვეყანაში რეფორმების გასატარებლად მიიწვია, რადგან იმედოვნებდა, რომ სააკაშვილი შეძლებდა „მოლდოვას რესპუბლიკის იუსტიციის სისტემასა და პროკურატურაში საჭირო რეფორმების თაობაზე კვალიფიციური რჩევების მიცემას“. თუმცა როგორც მაშინ სანდუმ განაცხადა, სააკაშვილისთვის ამაში ანაზღაურების გადახდას არ აპირებდა. 

 

lenta.ru