„დაატოვებინეს „პატრიოტთა ალიანსის“ რიგები ამ კაცს“ - ინგა გრიგოლია

„დაატოვებინეს „პატრიოტთა ალიანსის“ რიგები ამ კაცს“ - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს:

„დაატოვებინეს „პატრიოტთა ალიანსის“ რიგები ამ კაცს, მას მერე, რაც შეურაცხმყოფელი სტატუსი დაწერა ჩემზე, ირმა ინაშვილი - ასე საჯაროდ გიხდი მადლობას დროული და ადექვატური რეაგირებისთვის. ძალიან მახარებს თქვენი ასეთი სწრაფი რეაქცია. ესაა ირმა ინაშვილის კომენტარი, რომელსაც აქვე ვაკოპირებ - „ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს ვესაუბრეთ და მან კარგად იცის ჩვენი პოზიციის შესახებ, შემიძლია უკვე საჯაროდ დავწერო პარტიის გადაწყვეტილების თაობაზე. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, საჭიროა ბოდიშის მოხდა. როცა საქმე ეხება პირად შეურაცხყოფას. ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს შექმნილ ვითარებაზე მისი სუბიექტური წარმოდგენა აქვს და ეს წარმოდგენა ეწინააღმდეგება პარტიის პოზიციას და ჩემი, როგორც ქალი პოლიტიკოსის პოზიციას, მივიღეთ გადაწყვეტილება - ბატონმა ალექსანდრემ დატოვოს პარტია და თავისუფალი მოქალაქის რანგში გააგრძელოს კომენტირება. პარასკევს შეიკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო და ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური ფორმა მიეცემა. გმადლობთ.“

ცნობისთვის, ხაშურის საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ალექსანდრე სიმონიშვილმა ინგა გრიგოლიას მისამართით სოციალურ ქსელში კომენტარი დაწერა:

„ინგა გრიგოლია არის ძუკნა და ქვეყნის მტერი!!! ხაშურის რაიონის საკრებულოს წევრი ვარ!!! გავიმეორებ ათასჯერ!!!“