ჯგუფი „მგზავრები“ მოსკოვში კიდევ ერთ კონცერტს გამართავს

ჯგუფი „მგზავრები“ მოსკოვში კიდევ ერთ კონცერტს გამართავს

26 ივლისს მოსკოვის „მწვანე თეატრში“ ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „მწვანე თეატრის“ ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც ღონისძიების ვებგვერდზეა აღნიშნული, „თბილისური ჯგუფი „მგზავრები“ მოსკოვს ტრადიციული საზაფხულო კონცერტით უბრუნდება“.

„სახელგანთქმულ მწვანე თეატრში მორიგი კონცერტის გამართვა ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია. ხუთი წლის წინ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ჯგუფი, ვინც განახლებული სცენის გახსნაზე დაუკრა“, - განაცხადა ჯგუფის სოლისტმა გიგი დედალამაზიშვილმა.

მისივე თქმით, კონცერტზე როგორც ბოლო ალბომში შესული კომპოზიციები, ისე ჯგუფის 13-წლიანი ისტორიის განმავლობაში ჰიტებად ქცეული სიმღერებიც შესრულდება.