ქვეყნის სამსახურში დგომა უდიდესი პასუხისმგებლობა და ტვირთია

ქვეყნის სამსახურში დგომა უდიდესი პასუხისმგებლობა და ტვირთია

ძალიან ამაყი ვარ, რომ ბავშვობაში პირადად ვიცნობდი გენერალ კვინიტაძეს და დღეს ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ თქვენს წინაშე ვდგავარ, დღეს როდესაც შესრულდა 28 წელი თავდაცვის ძალების დაარსებიდან.

თავდაცვის ძალები მისი შექმნის დღიდან მისი დამოუკიდებლობის საყრდენია. მთელი ამ წლების განმავლობაში ქართველი ჯარისკაცების თავდადებისა და პროფესიონალიზმის უამრავმა მაგალითმა დაამტკიცა , რომ ჩვენთვის ღირსება უმთავრესია. ეს ასე იყო ისტორიულად, ასეა და ამას ვერაფერი დაემუქრება. ქართველებმა ვიცით თავისუფლების, მშვიდობის ფასი, რომ ქვეყანაში სტაბილურობისთვის, დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის ჩვენს საზღვრებში მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება და გლობალური მშვიდობა. უკვე წლებია საქართველო ამ გამოწვევას ღირსეულად პასუხობს. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენმა ჯარისკაცებმა დასავლელი პარტნიორების განსაკუთრებლი პატივისცემა დაიმსახურეს. ავღანეთში ყოფნის დროს მე ვიყავი ამაყი, როცა ვისმენდი კოალიციური სარდლების სიტყვებს ქართველი სარდლების პროფესიონალიზმის უმაღლესი დონის შესახებ, იგივე მოვისმინე ბრიუსელში ნატო-ს შტაბში. ქვეყნის სამსახურში დგომა უდიდესი პასუხისმგებლობა და ტვირთია, რომელიც სიცოცხლის დათმობისთვს მზადყოფნას მოითხოვს. მე ქედს ვიხრი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მსოფლიოში მშვიდობისთვის თავგანწირული გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. ჩვენთვის ძალიან მძიმეა ეს დანაკარგი, რადგან იგი გვავალდებულებს და გვაძლიერებს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა