სომეხმა მულტიპლიკატორმა კინემატოგრაფისტთა კავშირი ქართული ფილმისთვის პრიზის მინიჭების გამო დატოვა

სომეხმა მულტიპლიკატორმა კინემატოგრაფისტთა კავშირი ქართული ფილმისთვის პრიზის მინიჭების გამო დატოვა

ცნობილმა სომეხმა მულტიპლიკატორმა, ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ დავით სააკიანცმა, პროტესტის ნიშნად, საკუთარი სურვილით დატოვა სომხეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრობა იმის გამო, რომ კინოფესტივალ „ოქროს გარგარის“ ჟიურიმ 14 ივლისს, ფესტივალის საზეიმო დახურვის დღეს, ერთ-ერთი მთავარი პრიზი „ვერცხლის გარგარი“ მიანიჭა ქართველი რეჟისორის რატი წითელაძის მოკლემეტრაჟიან ფილმს ტრანსგენდერების შესახებ, სახელწოდებით „სოციუმის ტყვე“, - იუწყება სომხური საინფორმაციო სააგენტო «Новости – Армения»

„დღეს მე და კინორეჟისორმა ლ. სააკიანცმა, რომელიც 30 წელია კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი გახლავთ, განცხადება დავწერეთ კავშირიდან გასვლის თაობაზე. ვთვლით, რომ მასში ჩვენი წევრობა უკვე შეუძლებელია. ასევე სასირცხვილოდ მიგვაჩნია, რომ კავშირის თავმჯდომარე არუთინ ხაჩატრიანია. ვუსურვებ „ოქროს გარგარს“ შემდგომ დალპობას“, - დაწერა ფეისბუქ-გვერდზე დავით სააკიანმა.

კინემტოგრაფისტთა კავშირის წინაშე წარდგენილ მათ ოფიციალურ განცხადებაში კი ნათქვამია: „გთხოვთ გაგვრიცხოთ სომხეთის კინემატოგრაფისტთა კავშირიდან. ჩვენ არ ვეთანხმებით მისი თავმჯდომარის მიერ გატარებულ პოლიტიკას, რომელიც ფესტივალ “ოქროს გარგარის“ პრეზიდენტადაც ითვლება - იმ ფესტივალისა, რომლის ჩარჩოებში 2019 წლის 14 ივლისს  პრიზი „ვერცხლის გარგარი“ გადაეცა ყოვლად აღმაშფოთებელ და უპრეცედენტო ფილმს, რომელშიც ტრანსგენდერის ცხოვრებაა გადმოცემული“.

 

http://newsarmenia.am/news/society/david-saakyants-pokinul-soyuz-kinematografistov-armenii-iz-za-nagrazhdeniya-filma-o-transgendere-na-/