აშშ-ში, ცალ-ცალი კალოშით ჩამოსულს რომ გიმასპინძლეთ ჩვენ ის ხალხი ვართ  -ამერიკაში მცხოვრები ქართველების მიმართა შალვა ნათელაშვილს

აშშ-ში, ცალ-ცალი კალოშით ჩამოსულს რომ გიმასპინძლეთ ჩვენ ის ხალხი ვართ -ამერიკაში მცხოვრები ქართველების მიმართა შალვა ნათელაშვილს

ამერიკაში მცხოვრები ქართველები, საქართველოს პირველი კანონიერი პრეზიდენტის,  ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები, შალვა ნათელაშვილის განცხადებას, საქართველოში ამერიკული ბაზის, თუნდაც ბირთვული იარაღით  გახსნასთან დაკავშირებით მოღალატეობრივს უწოდებენ.

 მიმართვას, სოციალურ ქსელში, მომხმარებელი ფისო ნავროზაშვილი ავრცელებს.

წერილში, „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს 30 ვერცხლად გაყიდულ უწოდებენ.

„ალბათ, გულში გაგეცინებათ,    არ იცოდით ?რატომ მენდეთ,  ედუარდ შევარდნაძის და     ვახტანგ რაზმაძის      გამოზრდილი ლეკვი რომ ვიყავიო? ვიცოდით, როგორ არა. საქართველოში სისხლის ტბების დროს რომ დაირწა თქვენი პოლიტიკოსობის აკვანი“,-ნათქვამია მიმართვაში.

 

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

 

შალვა ნათელაშვილოვისი გორისა ხარ?

( წერილი აშშ-დან)

 მოგესალმებით შალვა ბატონო, ოკეანისგაღმა კონტინეტიდან! ემოცია ვერ მოვთოკეთ, როცა თქვენიდიადიგანცხადების მსმენელები გავხდით. სადაც, გულმოდგინედ ეპატიჟებით საქართველოში აშშ- შეიარაღებულ ძალებს სრულყოფილი შემადგენლობით. გულწრფელად აღვფრთოვანდით! 1992 წლიდან-დღემდე, საქართველო"იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით;  ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული. იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.“  მაგრამ, ასე ხმამაღლა ცოტას თუ ეყო გამბედაობა თავი ასე სამარცხვინოდ გაეშეფრა. ცოტას  ეყო გამბედაობა ასე  გამოეშკარავებინა ქვეყნის მტრობა. თუმცა, 30 წლის წინ. კარგი მაგალითები გვაყვანან ისტორიაში, ზოგი შევარდნაძეს ეპატიჟებოდა, ზოგი -ბალტინს, ზოგიც ბეიკერს და გენშერს. და დღეს, ისევე ომახიანად გადასძახეთ თქვენი  ხმით ოკიანის გაღმა და მოიწვიეთ ოკუპანტები, როგორც რამდენიმე წლის წინ, ვაშინგტონიდან გადმოსძახეთ მთელს პლანეტასდაუნ ვი დიკტეიტე!“-,შესაშური ინგლისურით.მაგრამ, ახლანდელ განცხადების დროს, აშკარად, ნერწყვი შეგმატებიათ და სიმსუნაგეც ჭარბად  გიელავდათ, თვალებში   „კამოს კერძისმოლოდინში. ალბათ, იტყვით, ვინ არიან, რას მერჩიან რას გადამეკიდნენო. მოგახსენებთ  შალვა ბატონი,აახლავე  მოგახსენებთ:   ჩვენ ის ხალხი ვართ აშშ-ში, ცალ-ცალი კალოშით ჩამოსულს რომ გიმასპინძლეთ, ჩაგიხუტეთ, დაგაკვალიანეთ. თეთრ სახლთან აქციის ნებართვა რომ მოგიგვარეთდა მერეკაი რეზინის ჩექმებითგამოჯგიმული რომ გამოგისტუმრეთ საქართველოში.

 ალბათ, გულში გაგეცინებათ,    არ იცოდით ?რატომ მენდეთედუარდ შევარდნაძის და     ვახტანგ რაზმაძის      გამოზრდილი ლეკვი რომ ვიყავიო? ვიცოდით, როგორ არა. საქართველოში სისხლის ტბების დროს რომ დაირწა თქვენი პოლიტიკოსობის აკვანი. თქვენიმარადმწვანეოპოზიციონერისმორგებული პიჯაკისაც კარგად მოგვეხსენებოდა, მაგრამ, იმდენად მომნანიე და  ტყავგამოცვლილ, საქართველოზე ცრემლმდინარე რაინდად წარმოგვიდექით, ვიფიქრეთ, ეგებ, მართლა კი გადაიქცა სავლე პავლეთთქო და მხარში ამოგიდექით,შალვა ნათელაშვილო, შენ საბოლოოდ ჩამოიხსენი ნიღაბი!   ამოგიდექით, თუმც,არც ის დაგვიწყნია,  „კუზიანს სამარე რომ ასწორებს“     ჩვენთვის, ადრევე, მოხდა ყველაფრის შეფასება-გადაფასება.

       გვაჩვენებდი , თითქოს  ეროვნული იყავი, საქართველოს ბედი გაწუხებდა. ჩამოდიოდი აშშ-ში, ხვდებოდი კონგრესმენებს კარს მიღმა , უხვად აფრქვევდი მლიქვენლურ ღიმილებს,ნელნელა აგროვებდი 30 ვერცხლს გაყიდულ სულში დარეზინის ჩექმებიდანნელნელა, კარგ ბარაქიან ცხოვრებაზე და სახლ-კარზე  მიგიწვდა ხელი.გასულ წელს , დევიდსონის დარბაზში, შეხვედრაზე, რამდენიმე  ქართველი ემიგრანტის კითხვაზე. ხმა ვერ ამოიღე. იქვე გამხილეს, როგორც   საქართველოს მოღალატედა დატოვეს დარბაზიგაგაშავეს , მაგრამ შენთვის სხვა რამეა მთავარი. ხომ გამდიდრდი და გაკეთდი შავი დედალივით.. უფრო მეტი გინდა!. .აკი, განცხადების დროს ფონი გამშვენებსდიდი ასოებით     აცხადებ სანუკვარ ოცნებას, : „შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტად“-.

დაგპირდნენ მამა-მარჩენლები დიდებას? ოღონდ, მოგვითხოვე  და ჯარით და რაკეტებითმოგეშველებითო“,არ ერთ ქვეყნის მთავრობა და მაცხოვრებლები არ დაუშვებენ ბირთვულ ბაზა დაამონტაჟონ, არც რუსეთის,, არც ამერიკის..თუ სადმეა აუქმებენ.. უფრთხილდებიან თავიანთ ჯანმრთელობას......როგორც უპატრონო, უმთავრობო, განუვითარებელი ქვეყანა ყველა ბირთვულ ბაზას საქართველოში განათავსებენ, რაც მალე ამოგვწყვეტავენ, მით უკეთესი....ყველაფერი მიზან მიმართულად ხდება,   20 პროცენტი თუ რუსებს აქვთ  ოკუპირებული, 80 პროცენტი, ბარემ აშშ- დაიკავოსო? განა არ უკავიათ, მაგრამ ახლა, ირანთან ომისთვის პოლიგონი ხომ სჭირდებათ.

 შალვა ნათელაშვილო, თქვენ ბრძანდებით საქართველოს მოღალატე. თქვენ სწირავთ ქვეყანას , რომ სანაცვლოდ, სავარძელზე წამოსკუპტეთ. მაგრამ ისე როგორ დაგაბრმავათ სიხარბემ, რომ  ვეღარ ხვდებით: თუ ქვეყანა აღარ დარჩება , რომელ სკამს აირჩევთ, ნეტა. თუ არ გაგიგიათ რამდენი ქვეყანა გაასწორა მიწასთან აშშ- შეიარაღებულმა ძალებმა. როგორ ნადგურდება მილიონობით  უდანაშაულო ადამიან ავღანეთში, ბალკანეთში, ერაყში, სირიაში, ლიბანში...და თქვენ, ასეთ აგრესორს ეპატიჟებით?  

 წერილს ვამთავრებთ 3 წლის სირიელი მომაკვდავი  ბავშვის უკანასკნელი სიტყვებით, რომელმაც მსოფლიო შესძრა:“ 

  „მე თქვენ ყველას უფალთან გიჩივლებთ, მე მას ყველაფერს მოვუყვები."

და ერთსაც დავამატებთ: ძალიან ახლომხედველი პოლიტიკოსები ამოტივტივდით წყლის ზედაპირზე, ეს 30წელი, სინანულისთვის მოგეცათ საქართველოს შიგა მტრებს.(გარე მტერს თავად ღმერთი გვივლენს სასჯელად და აზრზე მოსასვლელად). მაგრამ, თქვენ ფიქრობთბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო“?    ამ დროს, ახლოა ჟამი, ძალიან ახლო! ყველას მოეკითხება ღვთისა და ერის წინაშე, იცოდეთ!

საქართველოს პირველი კანონიერი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლნი ამერიკაში მცხოვრებნი : მერი ხორბალაძე,ნანა ტატიაშვილი,მარიამ ხუბულავა,მანანა დარსმელიძე,გურამ ჩაგინავა,მზია ბაბეური---

 აშშ---ნიუ-იორკი

 საქართველოს პირველი კანონიერი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას    „ კავკასიურ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მებრძოლნი:უჩა მეტრეველი, მამუკა ახვლედიანი, დავით მჭედლიშვილი, ეკაპატარკაციშვილი,ნოდარ ჯავახაძე,ნანა თავართქილაძე,ნიკა ცერცვაძე,ნიკა არაბული,ვანო კასრაძე,ლექსო წიკლაური,ნელი ენუქიძე.

აშშ, კოლორადო 10.07.2019“,- ნათქვამია მიმართვაში.

 

შალვა ნათელაშვილი საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საშიში განცხადებაა. მისი თქმით, იმისათვის, რომ ეს რეალური საფრთხე თავიდან ავირიდოთ, აუცილებელია, ორი რამ, პირველიმთელ მსოფლიოს ვაღიარებინოთ, რომ ვართ ისტორიული დევნისა და გენოციდის მსხვერპლი ერი სახელმწიფო და მეორესაქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიხსნას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა, თუნდაც მასზე განლაგებული ბირთვული იარაღით.