თავიდან იქნა აცილებული პროვოკაცია, მიმართული აზერბაიჯანისა და საქართველოს დასაპირისპირებლად - აზერბაიჯანული მედია

თავიდან იქნა აცილებული პროვოკაცია, მიმართული აზერბაიჯანისა და საქართველოს დასაპირისპირებლად - აზერბაიჯანული მედია

აზერბაიჯანის ყოველდღიურ რუსულენოვან გაზეთ «Каспий»-ს დღევანდელ, 16 ივლისის ნომრის პირველ გვერდზე  დაბეჭდილი სტატიის სათაური - „მიუვალი კეშიჩკიდაღი: თავიდან იქნა აცილებული პროვოკაცია, მიმართული აზერბაიჯანისა და საქართველოს დასაპირისპირებლად“, რომელსაც თან ახლავს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დიდი ფოტოსურათი.

სტატია სარედაქციო ხასიათისაა, მასში მიმოხილულია 14 ივლისს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დავით გარეჯის (კეშიჩკიდაღის - აზერბ.) სამონასტრო კომპლექსთან მომხდარი ინციდენტი, რომელიც, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემდეგში გამოიხატა:

„საქართველოდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესული პირებმა, დაარღვიეს რა სახელმწიფო საზღვარი კეჩიჩკიდაღის სამონასტრო კომპლექსთან, თავს დაესხნენ აზერბაიჯანელ მესაზღვრეთა განწესს და მათ უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის გამო საქართველოს ელჩი გამოძახებულ იქნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, შესაბამისი ახსნა-განმარტებისათვის. სინანულის გრძნობით ავღნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედება სრულიად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და ვაფასებთ როგორც პროვოკაციას, რომელიც მიმართულია ორი ქვეყნის დასაპირისპირებლად“. აზერბაიჯანის დიპლომატიურმა უწყებამ საქართველოსაგან მომხდარი ინციდენტის გამოძიება მოითხოვა. მასალაში გამოქვეყნებულია ასევე არის აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის მქონე განცხადებაც.

რედაქციის მინაწერში ნათქვამია:

„ჩვენი მხრიდან კი ავღნიშნავთ, რომ ეს პირველი ინციდენტი არ არის კეშიჩკიდაღის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, როცა ქართული მხარე, აშკარის ვიღაცის ნებით, სიტუაციას ამწვავებს და ძაბავს, მიმართულს ორი მეგობარი ქვეყნის ერთმანეთთან დასაპირისპირებლად.

ვის აქვს განზრახული საქართველო-აზერბაიჯანის ერთმანეთთან წაკიდება? ვის ინტერესებში შედის კონფრონტაცია? ამ კითხვაზე პასუხი ზედაპირზევე ჩანს, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს დაპირისპირების გამჩაღებელი და დამკვეთი (და ის, უეჭველია, ნამდვილად არის), საზღვარზე ქაოსს თვით საქართველოს ის მოქალაქეები აწყობენ, რომლებსაც მოულოდნელად უმწავავდებათ ხოლმე რელიგიური გრძნობები ამ ისტორიული ძეგლის მიმართ“.

პუბლიკაციის დასასრულს აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია აქტიურად მუშაობს, მხარეები ერთობლივად მსჯელობენ შეუთანხმებელ უბნებზე, აზუსტებენ სასაზღვრო ხაზის მიმართულებას.

წყარო: http://www.kaspiy.az/