ნიკა შვილო, ასეთი დედის შვილი რატომ გახდი ასეთი ბოროტი, რა სისხლი გადაგისხეს ნაცებმა -აფხაზეთიდან დევნილი ელისო ჯობავა

ნიკა შვილო, ასეთი დედის შვილი რატომ გახდი ასეთი ბოროტი, რა სისხლი გადაგისხეს ნაცებმა -აფხაზეთიდან დევნილი ელისო ჯობავა

აფხაზეთიდან დევნილი ელისო ჯობავა სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მიმართავს.

 რამდენიმე დღის უკან, შს მინისტრის, გიორგი გახარიას მხარდასაჭერი ვიდეოს გამო მას “რუსთავი 2”-მა “ქართული ოცნების მესაფლავე” უწოდა.

“მივმართავ ცრუ რუსთავი 2 ის დირექტორს გვარამიას. ნიკა შვილო! ასეთი დედის შვილი რატომ გახდი ასეთი ბოროტი! (აცხონოს იზო უფალმა). ასეთი არ იყავი სოხუმის მე-11 საშუალო სკოლაში.მასწავლებლები ამაყობდნენ შენით!რატომ არცხვენ სკოლას და დედაშენის საფლავს,რომ გიტრიალებენ საფლავში! მენანები შვილო ძალიან.რამ გაგაბოროტა,რა სისხლი გადაგისხეს ნაცებმა! არც დევნილი გეცოდება.შენც ხომ დევნილი ხარ ჩემსავით. შენმა ტელევიზიამ ცრუ ინფორმაცია რომ მიაწოდა ხალხს!ხომ დამინახე ტელევიზიით,რატომ არ შეგიტოკდა გული! მესაფლავედ რომ გამომაცხადეს! დიახ,გახარია ჩემი მინისტრია,ათასჯერ გავიმეორებ! არ გადადგე ბატონო მინისტრო!”, – წერს ელისო ჯობავა.