მინდა, ყველას ვთხოვო, მისცენ სადელიმიტაციო კომისიას და შესაბამის უწყებებს საშუალება, გააგრძელონ ფუნქციონირება ნორმალურ რეჟიმში - ბახტაძე

მინდა, ყველას ვთხოვო, მისცენ სადელიმიტაციო კომისიას და შესაბამის უწყებებს საშუალება, გააგრძელონ ფუნქციონირება ნორმალურ რეჟიმში - ბახტაძე

ყველას მინდა ვთხოვო, მისცენ სადელიმიტაციო კომისიას და შესაბამის უწყებებს საშუალება, გააგრძელონ ფუნქციონირება ნორმალურ რეჟიმში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„კომისია უახლოეს კვირეებში განაახლებს მუშაობას და ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ანგარიში კომისიის შეხვედრის. მაგრამ აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ და შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში არიან კონტაქტზე თავის კოლეგებთან აზერბაიჯანში. ორი დღის წინ იყო სამწუხარო ინციდენტი, რომელიც ამოწურულია.

მინდა, ყველას მივმართო, ეს არის ფაქიზი საკითხი, ძალიან მგრძნობიარე თითოეული ჩვენგანისთვის და მინდა, ყველას ვთხოვო, მისცენ კომისიას და შესაბამის უწყებებს საშუალება, გააგრძელონ ფუნქციონირება ნორმალურ რეჟიმში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე.