„პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის მივიღეთ“ - თალაკვაძე

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის მივიღეთ“ - თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება.

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

„პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლებამ მოახდინა ინიცირება მნიშვნელოვანი რეფორმისა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული გახდება. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ პოლიტიკური სტაბილურობისა და ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის, რაც ასე აკლდა ქართულ პოლიტიკას გასულ ათწლეულებში “, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.