„გახარიას გადადგომა იქნებოდა სამშობლოს ღალატი“ - ივანიშვილი

„გახარიას გადადგომა იქნებოდა სამშობლოს ღალატი“ - ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა დღეს ღალატი იქნებოდა.

„გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან გახარია რომ გადამდგარიყო 21-ში და 22-ში, ეს ბიჭები, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებდნენ და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ახერხებდნენ, პარლამენტში შესულიყვნენ, აბა, რატომ უნდა შესულიყვნენ, კითხვები დაუსვით, რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება. რა თქმა უნდა, ეს სურდათ და ის, რომ გახარია გადადგეს, ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ არსებობს.

როდესაც ხდება ძალადობა, ძალის მიტანა ძირითად ინსტიტუტზე, პარლამენტზე და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს, მაგრამ მან ეს მოახერხა. მან დაიცვა მოძალადე პოლიტიკოსები, „რუსთავი 2“-ის მეპატრონეები, სახელმწიფო ინსტიტუტი – პარლამენტი და მოახერხა, რომ ახალი უბედურება არ მისცა საზოგადოებას. ეს რომ ვერ მოეხერხებინა, მაშინ უნდა გადამდგარიყო. მიდის გამოძიება, თუ ცალკეულმა პოლიციელებმა პროპორციული ძალა არ გამოიყენეს, ისინი სამართლის წინაშე აგებენ პასუხს. გახარიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მადლობა ღმერთს, რომ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისგან, მეამბოხეებისგან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.