„ჩემი მიზნების მისაღწევად ყველასთან ვითანამშრომლებ, მიშასთანაც და ბიძინასთანაც“ - იაგო ხვიჩია

„ჩემი მიზნების მისაღწევად ყველასთან ვითანამშრომლებ, მიშასთანაც და ბიძინასთანაც“ - იაგო ხვიჩია

„ჩემი მიზნების მისაღწევად ყველასთან ვითანამშრომლებ, მიშასთანაც და ბიძინასთანაც“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ ისაუბრა.

მან საკუთარი მიზნებიც დააკონკრეტა - საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლა, ბიუროკრატიის 80-90 %-ით შემცირება და პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლის მერეც.

„ამ მიზნების განსახორციელებლად მე ნებისმიერთან ვითანამშრომლებ, არ აქვს მნიშვნელობა - თუ დავინახავ რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არის ამის გამკეთებელი და მასთან თანამშრომლობაა საჭირო და მე გარანტირებულად ამ შედეგს მივიღებ, ვითანამშრომლებ. მე ხო ზუსტად ვიცი რომ არც მიშას კაცი ვარ და არც ბიძინასი" - განაცხადა ხვიჩიამ.