ხუან გუაიდოს და ნიკოლას მადუროს მხარდამჭერ ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა

ხუან გუაიდოს და ნიკოლას მადუროს მხარდამჭერ ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა

 სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მხარეს გადასულ სამხედროებსა და ნიკოლას მადუროს მხარდამჭერ ჯარისკაცებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.

ქუჩებში გრძელდება ხუან გაუდოს მომხრეების დემონსტრაცია.       

სააგენტო „როიტერისვე“ ინფორმაციით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სენატს მიმართა, ხოლო  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი ვენესუელას მოვლენები უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა.

შეგახსენებთ, დაპირისპირებამდე რამდენიმე საათით ადრე, ხუან გუაიდომ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში გადასვლა დააანონსა. ვიდეო ერთ-ერთ სამხედრო ავიაბაზაზე არის გადაღებული.