„იარაღი ჩაუდეს" - ოქრუაშვილი კოშაძის დაკავებაზე

„იარაღი ჩაუდეს" - ოქრუაშვილი კოშაძის დაკავებაზე

პარტია „გამარჯვებული  საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავი უწყება კობა კოშაძეს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

ირაკლი ოქრუაშვილი დარწმუნებულია რომ კოშაძის დაკავება მის წინააღმდეგ დაწყებულ დევნას უკავშირდება.

„მარტო დაცვის წევრი არ არის, არის ჩემი უახლოესი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა. ბუნებრივია, ლოგიკური კითხვა ჩნდება, რომ ადამიანს, რომელსაც იარაღს უდებენ ისეთ დროს როდესაც დაძაბულობაა და ყველა საღად მოაზროვნეს ესმის რომ არა თუ იარაღით არ უნდა იარო, არამედ არავის თვალში არ უნდა მოხვდე ესეთ დროს, ეს ადამიანი იარაღით არ ივლიდა. იარაღი ჩაუდეს და ჩაუდეს ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ჩემზე ვერ მოახდინეს ვერანაირი ზემოქმედება, ვერანაირი ძველი ვერაფერი ვერ ამოქექეს რომ ჩემს წინააღმდეგ რაღაც საქმეები დაეწყოთ და ბოლოს ამით გამონახეს ზეწოლის მექანიზმი. მაგრამ ვერაფერს ვერ გახდებიან. ივანიშვილი აგონიაშია და ეს აგონია დამთავრდება ძალიან მალე მისი ხელისუფლებიდან წასვლით. ჩემს გარემოცვას შემოუთვალეს, რომ არ ჩამოვსულიყავი თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში დამიჭერდნენ“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.